სატელეფონო საუბარში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდა კონკრეტული ზომების მიღება მარიუპოლის ალყის მოხსნისთვის, ჰუმანიტარული წვდომის გახსნა და ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, – ამის შესახებ უკრაინული მედია Le Figaro-ზე დაყრდნობით წერს.
ამასთან, სატელეფონო საუბარში, რომელიც ერთ საათსა და ათ წუთს გაგრძელდა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაუყოვნებლივ შესრულება მოსთხოვა.
მედიის ინფორმაციით, კრემლის ვებგვერდზე გავრცელებული განცხადების მიხედვით კი, პუტინმა მაკრონს აცნობა „უამრავი სამხედრო დანაშაულის შესახებ, რომლებსაც ყოველდღიურად სჩადიან უკრაინელი სამხედროები და ნაციონალისტები, განსაკუთრებით დონბასის რეგიონის ქალაქების მასიური სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვისას“.
მანამდე მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს
მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას
ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება
როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს